ინგრედიენტები:
- მზა ფენოვანი ცომი 500 გ
- სოკო 600 გ
- მარილი და პილპილი
- ქონდარი
- ხახვი 1
- ნიორი 1 კბილი
მომზადების წესი:
სოკო დაჭერით და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, ხახვთან ერთად. ბოლო წუთებში დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი, ქონდარი (ტიმიანი) სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისპანახიც შეურიოთ: სოკოს გადაიტანთ თეფშზე, იმავე ტაფაში კი ისპანახს მოშუშავთ.
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი (შეარჩიეთ სამარხვო), გადაიტანეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი.
გამოაცხეთ 200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.
გულში შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულიც შეურიოთ: კარტოფილი, სტაფილო...
არასამარხვო ვარიანტს გულში 150 გ ყველიც შეგიძლიათ ჩააყოლოთ, თავზე კი ლამაზი ფერისთვის ათქვეფილი კვერცხი გადაუსვათ.
მასალის გამოყენების პირობები