კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში ხვალ დაბრუნდება და რადგან მას ჯერ კიდევ ძებნილის სტატუსი აქვს, მზად არის, სამართალდამცველებს ჩაბარდეს.
მისი ახლობლები და მხარდამჭერები 16:00 საათზე, თბილისის აეროპორტში დახვედრას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები