Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/davit-narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/davit-narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/davit-narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/davit-narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დავით ნარმანიას მიმართვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელებას იწყებს და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს სთავაზობს აქტიურად ჩაერთონ პროგრამის მონიტორინგის პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული: "26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს ყველა სოფელში სოფლის კრებები ჩატარდება. მოგეხსენებათ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე მეექვსე წელია, მიმდინარეობს. წლების განმავლობაში ამ პროცესს მუდმივად აკლდა გამჭვირვალობა და პროცედურების დაცვა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს უმეტესად არ მოგეწოდებოდათ ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2013 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლის წელი იყო.  ჩვენმა თანამშრომლობამ პროცესის სწორად წარმართვასა და პრობლემების აღმოფხვრას მნიშვნელვნად შეუწყო ხელი. გასულმა წელმა, ასევე, გვიჩვენა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების პროცესში მაინც რჩება გარკვეული ხარვეზები, რასაც გამოსწორება აუცილებლად სჭირდება. ამიტომაც კვლავაც მოგმართავთ თანამშრომლობის თხოვნით, რათა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის პროცესში. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მისი ადმინისტრირების წესში შემდეგი ცვლილებები შევიდა: 1.   პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვამ შეიძინა უფრო მიზანმიმართული ხასიათი. პროექტის მიხედვით, თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების  აღჭურვას და/ან გრძელვადიანი  სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. 2.    მიმდინარე წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მცირეკომლიანი სოფლების (რომლებიც, ძირითადად, მთიან რეგიონებში მდებარეობენ) ხვედრითი წილი და ასეთი სოფლების დაფინანსება გაიზარდა. ეს ცვლილება მეტ საშუალებას მისცემს აღნიშნულ სოფლებს, გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და ხელს შეუწყობს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შედეგად, შეანელებს არასასურველ მიგრაციულ პროცესებს. 3.    პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს 2014 წელს. აღნიშნული ნორმა ხელს შეუწყობს პროგრამის განმახორციელებელთა პასუხისმგებლობის ამაღლებას და უფრო ხელშესახებსა და საგრძნობს გახდის მის შედეგებს სოფლის მოსახლეობისათვის. აქვე, რეგიონების მიხედვით გიგზავნით სოფლის კრებების თარიღების შესახებ სრულ ინფორმაციას და გთხოვთ, ჩვენთან ერთად ჩაერთოთ პროგრამის მონიტორინგის პროცესში, ხოლო გამოვლენილი ხარვეზებისა თუ დარღვევების შესახებ დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ნაყოფიერი აღმოჩნდება და პროგრამის ფარგლებში მართლაც შევძლებთ სოფლებისთვის რეალური, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარების გაწევას."- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.