კალიფორნიის შტატში, საკრამენტოს მახლობლად, საკუთარ მამულში ძაღლთან სეირნობისას, ცოლ–ქმარმა ხის ქვეშ მიწიდან ამოშვერილი საგანი შენიშნეს. ამოღებული ნივთი XIX საუკუნის ოქროს მონეტების საცავი აღმოჩნდა. მოგვიანებით, მეუღლეებმა მთელი უბანი გადათხარეს და კიდევ 7 მსგავსი საცავი იპოვეს, რომლებშიც 1847 – 1894 წლებით დათარიღებული 1400 მონეტა იყო. ერთ–ერთი მონეტა, რომელიც კალიფორნიელმა ცოლ–ქმარმა აღმოაჩინა, 1866 წელსაა გამოშვებული და სპეციალისტები მას მილიონ დოლარად აფასებენ. განძის იღბლიანი მფლობელები მის გასაყიდად გამოფენას ინტერნეტ–საიტებზე Kagin’s და Amazon გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები