აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ურთა, აბასთუმანსა და ნარაზენში გაიმართა. ადგილობრივებმა გამგეობის წარმომადგენლებთან სოფლის პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტები ჩამოაყალიბეს, რის მოგვარებასაც სოფელის მოსახლეობა მიმდინარე წელს ითხოვს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტი შიდა გზების მოწესრიგება, ხიდ–ბოგირების და წისქვილების რეაბილიტაცია ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოები აღმოჩნდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია პირადად ისმენდა ადგილობრივებისგან დასახელებულ პრობლემებს, ქვარაიამ მოსახლეობას აღუთქვა, რომ ის პრობლემა, რომელიც შეიძლება ვერ მოგვარდეს სოფლის მარდაჭერის პროგრამით გამგეობა სხვა თანხებს გამონახავს მათ მოსაგვარებლად.
მასალის გამოყენების პირობები