საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს დღეს, 27 თებერვალს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა 2014 წელს რეგიონში განსახორციელბელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის 106 539 789 ლარი დაიხარჯება, აქედან ნაწილს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნაწილს კი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დაფარავს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი წელს სამგრელო-ზემო სვანეთში 29 550 000 ლარის ღირებულების პროექტები წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართრულებით განხორციელდება. აღნიშნული სისტემის სამუშაოები ფოთში, ანაკლიაში, მესტიაში, აბაშაში, სენაკსა და ხობში ჩატარდება.
წელსვე რეგიონში ერთ-ერეთი მნიშვნელოვანი მიმართულება გზების მშენებლობა- რეაბილიტაციაა, რისთვისაც 19 804 040 ლარი იქნბება გამოყოფილი.
ასევე ზუგდიდისა და ფოთის ნაგავსაყრელებზე კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს შპს.“მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 304 100 ლარით დააფინანსებს. ასევე ექსპოლატაციაში შევა ჩხოროწყუს, აბაშისა და ზუგდიდის ნაგავსაყრელები.
ასევე იგეგმება დევნილთათვის ზუგდიდსა და ფოთში საცხორებელი კორპუსების აშენება.
2014 წელს განსახორცილებელ პროექტებში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს რეგიონში საავტომობილო გზების რებილიტაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
იგეგმება ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
აქვე განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელბელი 19 941 389 ლარის ღირებულების 39 პროექტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით ადგილზე მიმდინარე პორექტებში დასქამებულთა 95% -ს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს და მათი საშუალო ხელფასი თვეში 1000-დან 1500 ლარს შეადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებზე და აღნიშნა რომ - "ის რაც დღეს ანაკლიაში ხდება ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო 25 წელია მზგავსი სამუშაოები
ანაკლიაში არ ჩატარებულა,"- განაცხადა მედიასთან საუბარში ლევან შონიამ.
მასალის გამოყენების პირობები