ინგრედიენტები:
- მზა ფენოვანი ცომი "მზარეული" 500 გ
- სოკო 200 გ
- ხახვი 2
- არაჟანი "ჩვენი ფერმერი" 200 გ
- ტკბილი წიწაკა, წითელი 1
- ყველი (იმერული) 200 გ
- ქონდარი 1 ჩ.კ (ან ნედლი 3-4 ღერი)
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. სოკო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
2. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად.
3. ხახვი და ქონდარი დაჭერით წვრილად.
4. იმერული ყველი გახეხეთ სახეხზე.
5. დაჭრილი ინგრედიენტები გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
6. ფენოვანი ცომი გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული ცომის ნაჭერი გააბრტყელეთ და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
7. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომის ნაჭრები.
8. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ გულსართი ისე, რომ კიდეებზე დარჩეს 2-3 სმ თავისუფალი ადგილი.
9. თავისუფალი ადგილები გადმოკეცეთ შუაგულისკენ გადმოკეცილ კიდეებზე წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
10. შედგით 180° C -ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში და გააჩერეთ 30 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები