ზუგდიდში, ტერენტი გრანელის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ფარული ვედრება“ გაიმართა.
საღამოს გამართვის იდეა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს პეტრე კვარაცხელიას ეკუთვნოდა. მამა პეტრე თვითონაც პოეტია, საზოგადოება მას და მის შემოქმედებას „პეტრე კოლხის“ ფსევდონიმით იცნობს.
გრანელის ხსოვნის საღამოზე მამა პეტრე კულისებს მიღმა კითხულობდა პოეტის ლექსებს სცენაზე კი მას თანამშრომლობას პანტონიმის თეატრის მსახიობი ირაკლი ბიბილური უწევდა.
მამა პეტრემ შეკრებილი საზოგადოება გრანელის მისტიურ შემოქმებაში ამოგზაურა. მან ზუგდიდში გამართულ საღამოს პოეტის ფესვებთან შეხება უწოდა.
„ის რომ სამეგრელოში ტერენტი გრანელის საღამო ტარდება რაღაც დოზით ღვთისადმი აღვლენილი ლოცვაა მისი სულის საოხად“-აღნიშნა დეკანოზმა. მისივე თქმით სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ტერენტი გრანელის საღამოზე პატრიარქმა აღნიშნა, რომ დადგება ჟამი როცა ტერენტი გრანელი წმინდანად შეირაცხება, ამიტომ მასთან შეხება სიწმინდესთან შეხებას ნიშნავს.
ტერენტი გრანელის უკვდავსაყოფად საკუთარ კუთხეში გამართულ საღამოს საზოგადოების მცირე ნაწილი დაესწრო.
საღამოს დასასრულს ჩვენთან საუბარში მამა პეტრემ წუხილი გამოთქვა, იმის გამო რომ იქ სადაც პოეტის სამშობლოა ასე მცირე ხალხი მოვიდა მის მოსაგონრად გამართულ საღამოზე.
მამა პეტრე მსგავსი საღამოს გამართვას ახლო მომავალში წალენჯიხაშიც აპირებს.
ზუგდიდში საღამო მუნიციპალიტეტის გამგეობის მხადრაჭერით, ნინო ნადარეიშვილისა და ლიკა როგავას ორგანიზატორობით, ი.ქ.კ-ის კულტურის სახლში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები