რუბრიკები
მერაბ ქვარაია-ზუგდიდს ტურისტებისთვის მაღალი დონის საინფორმაციო ცენტრი ექნება
ტურისტული საინფორმაციო ბილბორდების მონტაჟთან და მის განთავსებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა დღეს, 28 თებერვალს გამართა .
როგორც რადიო „ათინათთან" საუბარში სამეგრელოს ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარიკა თოდუამ აღნიშნა, ზუგდიდი წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც სეზონზე ყოველდღიურად ასეულობით ტურისტი მოძრაობს. მისივე განმარტებით ზუგდიდში ტურისტი აწყდება სერიოზულ ინფორმაციულ პრობლემებს, რაც აფერხებს ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა სამოქალაქო ინიციატივა და საპროექტო იდეის სახით განაცხადი შეიტანა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სახელზე.
ამავე შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ქვარაიამ განმარტა ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით, ზუგდიდს უახლოს პერიოდში მაღალი დონის საინფორმაციო ცენტრი ექნება. მერაბ ქვარაიას განმარტებით დღევანდელ შეხვედრაზე ქალაქში 5 ადგილი განისაზღვრა, სადაც გზამკვლევი ბანერები განთავსდება, როგორც ქვარაია, რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მაღალი დონის სერვისით, რომელსაც მათ საინფორმაციო ცენტი მიაწვდის.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები