ხმაური მოჰყვა ზუგდიდში, ჭანტურიების ოჯახში აღმასრულებლის მისვლას. იპოთეკარები ჭანტურიების სახლიდან გასახლებას მოითხოვდნენ. ოჯახს 30 ათას დოლარამდე დავალიანება აქვს. საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს და გასახლების პროცესი სამი თვით გადაიდო.
ამ დრომდე მსესხებლებმა თანხის დაფარვა უნდა შეძლონ. ჭანტურიების ნათესავები და მეზობლები აცხადებენ რომ ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. ქალბატონი მძიმე ავადმყოფია, 33 წლის მამაკაცი კი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
მასალის გამოყენების პირობები