ზუგდიდის არტ-გალერეაში დედის დღისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 17 მხატვრის მიერ შესრულებული 52 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მხატვრებმა დედებს ფერწერული ტილოებით მიულოცეს 3 მარტი და დამთვალიერებელს საგაზაფხულო განწყობა შეუქმნეს.
გალერეაში მოსული სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებიც, რომლებმაც ღონისძიება გამართეს სახელწოდებით „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“.
ღონისძიებას ადგილობრივი გამგეობის წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ.
მსურველებს ნახატების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში გალერეაში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები