Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მცირე აფთიაქის მფლობელები: ჯანდაცვის სამინისტრო უსაფუძვლოდ გვაჯარიმებს (video)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მცირე მეწარმეებმა საპროტესტო აქცია დღეს, 5 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დაჯარიმება მიზანმიმართულად ხდება რათა ხელი შეუშალონ მცირე მეწარმეობის განვითარებას. მათივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომელებიც მცირე სააფთიაქო ქსელებს სხვადასხვა მიზეზებით, ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე 2000-დან 8000 ლარამდე აჯარიმებენ. თანხის გადასახდელად კი დაჯარიმებულებს მხოლოდ ერთი კვირის ვადას აძლევენ. ი.მ. ნანი მიქენაიას თქმით მისი დაჯარიმება აფთიაქში არსებული ტემპერატურის ნორმის დარღვევამ გამოიწვია და დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დაეკისრება თუ არა მიქენაიას 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაჯარიმებულთა უმრავლესობას განემარტა, რომ მათ მედიკამენტების შენახვის პირობები ჰქონდათ დარღვეული. ასევე შენახვის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით აფთიაქი „მედიკი“ და „ ირინა 21“-ის მფლობელი ირინა მაქაცარია 2000 ლარით იქნა დაჯარიმებული. მაქაცარიას თქმით მის აფთიაქში ყველა პირობა დაცული იყო და მისი დაჯარიმება უსამართლოდ მოხდა. „მქონდა 2 აფთიაქი და ამ შევიწროების ფონზე დავხურე ერთი აფთიაქი. ჩემი მოთხოვნაა მოგვხედონ მცირე მეწარმეებს და პატარა ბიზნესაც მისცენ სულდგმულობის საშუალება,“ - განმარტა მედიასთან საუბარში მაქაცარიამ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტშის უფროსის მოადგილემ დავით მაჭარაშვილმა რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ სამეგრელოში ფარმაცევტული საქმინობის გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სამართალდარღვევის 6 ოქმი არის შედგენილი, რომლის უკანონობაზეც საუბარი ზედმეტია. მისივე განმარტებით, მედიკამენტის შენახვის პირობების დარღვევამ შეიძლება ადამიანს ზიანიც კი მოუტანოს, ამიტომ ეს არ არის უმნიშვნელო დარღვევები როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ. დავით მაჭარაშვილი აღნიშნავს რომ გეგმიური შემოწმება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ხარისხსიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით ხდება. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები, ვინაიდან ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხოვნება აქედან განისაზღვრება,"- ამბობს მაჭარაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.