ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო განხილვაზე საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის ადვოკატმა მოსამართლის ირაკლი აბშილავას აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლის აცილების მოთხოვნის მიზეზად ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი ანჩაბაძის საქმეზე ზუგდიდში გამოწვეულ რეზონანსს ასახელებდა და განმარტავდა, რომ საქმის მიმართ არსებულმა დაინტერესებამ და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა აზრმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შაუმდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა შუამდგომლობებიც.
ბრალდებულს ამჯერადაც უარი ეთქვა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე , მიუხედავად იმ გარემოებისა რომ დაცვის მხარის მიერ გირაოს საფასური 6 დან 10 ათას ლარამდე გაიზარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ანჩაბაძის ჯანმრთელობის მძიე მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვდა და განმარტავდა, რომ მას აუცილებლად ესაჭირეობა რამდენიმე ოპერაცია და განსაკუთრებული მკურნალობის რეჟიმი. თუმცა შუამდგომლობას არ ჰქონდა დართული ექიმის ცნობა, რის გამოც დაცვის მხარეს აღნიშნულ შუამდგომლობაზეც უარი ეთქვა.
ანჩაბაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სუბიექტური იყო და გირაოს შესახებ შუამდგომლობას მომავალ სასამართლო სხდომებზეც დააყენებს.
სასამართლომ ასევე არ დაკმაყოფილა როგორც დაცვის მხარის აგრეთვე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ.
ბრალდების მხარეს ორი პროკურორი დავით პაპავა და მირანდა წერეთელი წარმოადგენდა.
სასმართლოს ასევე სიტყვით მიმართა ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემ:
„ის რაშიც მე ბრალი მედება აბსურდული და შეთითხნილია, ეს საქმე გაპიარებულია. მე ვარ პიარის პატიმარი. როგორ შეიძლება ადამინს ასეთი ბრალი წაუყენო და არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდეს დანაშაულს. მე მინდა რომ ამ რეგიონს ააცილოთ ეს პროცესი,“-აღნიშნა ანჩაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის მისმა ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები