Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC03988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC03988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC03988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC03988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფეხზე მდგომი მგზავრების გამო მიკროავტობუსის მძღოლები ზუგდიდშიც დააჯარიმეს
ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის გამო მიკროავტობუსის მძღოლების დაჯარიმება ზუგდიდშიც დაიწყო. სამარშუტო ტაქსის მძღოლები აღნიშნულის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ თუ დაჯარიმებები გაგრძელდება ისინი გაიფიცებიან. როგორც მძღოლები განმარტავენ, მათ არამარტო საპატრულო პოლიცია, არამედ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებიც აჯარიმებენ. „სამი მგზავრი იდგა ფეხზე და 100 ლარით დამაჯარიმეს. სოფლიდან, რომ მოდის მარშუტკა მაგის უფლება უნდა ჰქონდეს ფეხზე დააყენოს რამდენიმე მგზავრი. თუ დარჩა ორი კაცი როგორ უნდა წავიდეს ის სოფელში ტაქსით, როცა ის 4-5 ლარის გამო მოდის ბაზარში“, - ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი რევაზ ჭკადუა. სამარშუტო ტაქსის მძღოლებს საპატრულო და სამხარეო პოლიციის მიმართ სხვა პრეტენზიებიც აქვთ და აცხადებენ, რომ პოლიციელები მძღოლებს ავიწროებენ. „სპეციალურად, 30 კმ/სთ სიჩქარით მიდის პატრულის მანქანა, წინ ჩაგიდგება და გიქმნიან ისეთ სიტუაციას, რომ გაუსწრო პატრულს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გაუსწრებ გიწერენ ჯარიმას“, -უთხრა რადიო „ათინათს“ მერაბ გუჩუამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრანსპორტის რეგულირების განყოფილების უფროსმა მურთაზ ქანთარიამ რადიო „ათინათთან“  საუბარში აღნიშნა, რომ აქამდე ზუგდიდში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანას ყურადღება არ ექცეოდა და არ ფლობს ინფორმაცაის , თუ რამ გამოიწვია მძღოლების დაჯარიმების დაწყება. „ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანას ყურადღება იმიტომ არ ექცეოდა , რომ აქ გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფაქტორები, სოციალური კუთხე, საზღვრისპირა  სოფლების სიახლოვე და ა.შ. თუ მიკროავტობუსის მძღოლები ოფიციალურად მოგმართავენ,  ჩვენ შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას გავუწევთ“, - აცხადებს  მურთაზ ქანთარია. მიკროავტობუსის მძღოლების დაჯარიმებას ზუგდიდში მგზავრები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ადამიანი ფეხზე მდგომი არ უნდა მგზავრობდეს. ზოგი კი, განსაკუთრებით სოფლის სამარშუტო ტაქსის მგზავრები ამბობენ, რომ ზოგჯერ, დროის სიმცირის გამო ურჩევნიათ ფეხზე მდგომებმა იმგზავრონ ვიდრე, მომდევნო რეისს დაელოდონ. ამასთან მგზავრები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციები მგზავრობის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. ცნობისთვის, პარლამენტის დადგენილების თანახმად მიკროავტობუსის მძღოლებს ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ. ჯარიმის ოდენობა კი 100 ლარითაა განსაზღვრული. პარლამენტმა აღნიშნული დადგენილება გასული წლის ნოემერში მიიღო, მანამდე კი ჯარიმის მოცულობა 30 ლარს შეადგენდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.