რუბრიკები
ბანანის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 200 გ
- დარბილებული კარაქი 100 გ
- ბანანი 200 გ (გარჩეული)
- კრემ-ყველი 300 გ
- ჟელატინი 12 გ
- ნაღები 35 % 250 გ
- ფორთოხლის წვენი 70 მლ
- შაქარი 110 გ
- კვერცხის გული 3
დავფშვნათ ფხვიერი ნამცხვარი და შევურიოთ კარაქს. ჩავტკეპნოთ ფორმის ძირში. შევდოთ მაცივარში გასაციებლად.ჟელატინი დავალბოთ წყალში. ბანანი ვაქციოთ პიურედ, დავამატოთ ფროთოხლის წვენი.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ სანამ მოთეთრო ფუმფულა მასა არ გახდება. შევურიოთ კრემ-ყველი. დავამატოთ ბანანის პიურე.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადავუწუროთ, გავადნოთ და დავამატოთ კრემს.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და შევურიოთ ბანანიან კრემს. დავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში 3-4 საათი.
მირთმევის წინ მოვრთოთ ჩიზქეიქი ბანანის ნაჭრებით და თეთრი შოკოლადით
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები