ამ წუთებში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს უშგულში. დაღუპულია ორი ტურისტი, ორს ეძებენ. გარდაცვლილები არიან საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეები.
ზვავში მოყვნენ ექსტრემალი მოთხილამურეები, რომლებიც უშგული-ქვემო სვანეთის გზაზე გაუკვალავ ტრასაზე სრიალებდნენ. ხუთიდან ერთი გადარჩა, ნაპოვნია ორი ცხედარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური დანაყოფები ახლა 2 ტურისტს ეძებენ. ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 3 საფრანგეთის მოქალაქე იყო, ორი გერმანიის.
გამგებლის ინფორმაციით, ტურისტები 2 მარტიდან იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. გუშინ მესაზღვრეებისგან მიიღეს გაფრთხილება ზვავსაშიშროების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიდნენ მთაზე. ტურისტი, რომელიც გადარჩა ახლა საზღვარზე იმყოფება, მას რამდენიმე საათში დედაქალაქში გადმოიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები