ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატად, პარტიის წევრებს და რიგით მოქალაქეებს ექიმი ვახტანგ ყუფუნია წარუდგინა. ყუფუნიას კანდიდატურა შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს.
როგორც დღეს, 7 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მერობის კანდიდატად ვახტანგ ყუფუნიას წარდგენა, ადგილობრივ მმართველობაში ვიწრო პარტიული ინტერესების უარყოფაა.
ყუფუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი პრინციპები საზოგადოების გვერდში დგომა, მათი აუცილებლობის და გასაჭირის გათვალისწინებაა.
„მე იმ ასაკის კაცი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში გარკვეული პერიოდი უკვე გავლილი აქვს და თანაც მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან. მე იმედი მაქვს, რომ წინა არჩევნების გათვალისწინებით, ეს არჩევნებიც სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება,“-აღნიშნა ყუფუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები