სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში. შეხვედრაზე ყურადღება სოფლის ექიმების ანაზღაურებაზე და ამბულატორიებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე გამახვილდა.
ასევე, ექიმების აღჭურვაზე სამედიცინო ჩანთებითა და მედიკამენტებით, ახალი სამედიცინო პუნქტების მშენებლობასა და ჯანდაცვის პირველ კონცეფციაზე, რომელიც სოფლად ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ექიმების განცხადებით, შეხვედრა საინტერესო იყო და მათ იმედი აქვთ, რომ მედიკოსების სამუშაო პირობები აუცილებლად გაუმჯობესდება.
მასალის გამოყენების პირობები