ზუგდიდის გამგებლის მაოდგილის დედა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს. ანთიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც ნათქვამია, რომ ის პატიმრობაში სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად დააბრუნეს საპატიმროში.
ლალი ანთია თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს, 2011 წელს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განჩინება გადაუვადდა, თუმცა ყოველწლიურად წარსადგენი ჯანმრთელობის ცნობა არ წარუდგენია. დაკავებულის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, მისი მეგობრები კი დაკავებას პოლიტიკურს უწოდებენ.
„მე მინდა სრულიად საქართველოს და დღევანდელ ხელისუფლებას მივმართო და ვუთხრა, რომ ლალი ანთია არის დღევანდელი ხელისუფლების მსხვერპლი. ის იბრძოდა ამ ხელისუფლების მოსვლისთვის, მან მართლაც მოატყუა მიხეილ სააკაშვილი და დაეხმარა ივანიშვილის გუნდს მოსულიყვნენ ხელიუფლებაში“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა კავშირი - ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის" ლიდერი ინგა ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია გუშინ, 10 მარტს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებმა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები