საერთაშორისო ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლება ადგილობრივ და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერინარებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. როგორც ფონდის კონსულტანტები აცხადებენ, შეხვედრის მთავრი მიზანი ე.წ. საზღვრის პირა სოფლებში, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაა.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ოკუპირებულ ნაბაკევში მცხოვრებმა ლავრენტი კენჭაძემ აღნიშნა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე კვლავ პრობლემად რჩება ღორის აფრიკული ჭირი, ქათმის ჭირი და სხვა დაავადებები, თუმცა მისივე თქმით, მათ დაავადებებთან ბროლაში გარკვეულწილად, როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარეც ეხმარებათ.
აღნიშნული შეხვედრა პროექტ „ნდობის აღდგენა სოფლის მეურნეობის“ ფარგლებში გაიმართა და ის გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის დაფინანსებული.
მასალის გამოყენების პირობები