ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში 80 წლის აკაკი ადამიას თავს ორი უცნობი დაესხა. ბოროტმოქმედებმა ადამიას მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და სახლიდან 70 ლარი, ოქროს ბეჭედი და სანადირო თოფი წაიღეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც ადამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უცნობებმა თავი წარუდგინეს როგორც სოციალური მუშაკები, რის შემდეგაც ისინი სახლში შეუშვა. დაზარალებული სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები