Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/18632524.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/18632524.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/18632524.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/18632524.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ე.წ. ”ხრუშოვკების” დემონტაჟზე არაბი ინვესტორი 600 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს
ძველ თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი იგეგმება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს. "ჩვენ ძველი შენობების დემონტაჟს ვაპირებთ. მალე დავასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას. სამუშაოები კი დაახლოებით ოთხ თვეში დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო საქმე იქნება თქვენთვის", - განაცხადა სალიმ უმაიდ საიფმა. როგორც ინვესტორმა განმარტა, ე.წ. ხრუშოვკების ნაცვლად 15 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავენ, რომლებიც მოიცავს საოფისე ფართებსაც და გამწვანებულ ტერიტორიასაც. ამ ეტაპზე საუბარია სულ 800 ”ხრუშოვკის” ტიპის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟზე. მემორანდუმით ინვესტორი 600 მლნ დოლარის შემოტანას გეგმავს, რომელსაც ამერიკიდან მოიზიდავს. დედაქალაქის საკრებულოში განმარტავენ, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება. "მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ეს მოქმედებები ზაფხულის შუა პერიოდისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს", - განაცხადა შიხიაშვილმა. თუ სად იცხოვრებენ ე.წ. ”ხრუშოვკებში” მცხოვრები მოქალაქეები ახალი სახლების მშენებლობის პროცესში და როგორ მოხდება მათი უზრუნველყოფა ბინებით, არცერთი მხარე ჯერჯერობით არ განმარტავს. თუმცა, სალიმ უმაიდ საიფი ამბობს, რომ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი განხორციელება ოთხ თვეში დაიწყება. პროექტი დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. "bpn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.