დღეს, 14 მარტს, სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 220“ , 110 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზ „ჯვარი-1“-ის უჯრედში ძაბვის ტრანსფორმატორის მონტაჟის სამუშაოების გამო.რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 20000 აბონენტს( ელ.ენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ ქვესადგური ზუგდიდი-3-ის აბონენტებს); ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 4150 აბონენტს; წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 2150 აბონენტს; სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1250 აბონენტს და ხობის მომსახურეობის ცენტრის 3121 აბონენტს, სულ 30675 აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები