2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ხელმეორედ გასამართლებული პატიმრის ლეონიდ ჯახაიას ადვოკატმა თემურ ქარდავამ დღეს, 12 მარტს მედიასთან შეხვედრა გამართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
ადვოკატის განცხადებით ლეონიდ ჯახაია 2003 დეფაქტო აფხაზეთის სასამართლომ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებით ჩადენილი მკვლელობისთვის 107- ე მუხლით გაასამართლა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 2 წელი მოიხადა. ხელმეორედ მისი დაკავება კი წალენჯიხაში 2005 წელს მოხდა. ადვოკატი განმარტავს, რომ დაკავების მომენტში მის დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და 2003 წელს გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში მომხდარი მკვლელობისთვის ხელმეორედ წაუყენეს ბრალი. ამჯერად ქართული სასამართლოს მიერ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიენიჭა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ამ შემთხვევაში დეფაქტო აფხაზეთის მხარემ უფრო ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო ვიდრე საქართველოს მხარემ.“-აღნიშნა ადვოკატმა.
იგი ასევე ამბობს, რომ საქმე ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ახლი გარემოებების გათვალსიწინებით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს შემადგენლობა ყველა ინსტანციაში ისევე როგროც განაჩენი უცვლელი რჩებოდა.
თემურ ქარდავა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართალ დარღვევად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ერთიდაიმავე დანაშაულისთვის პირის ორჯერ გასამართლება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის დარღვევაა. იგი სამართლინობის აღდგენას და ჯახაიას საქმის ხელახალ განხილვას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები