რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ 12 მოსწავლეს, რომლებიც ზუგდიდში, სკოლაში მიდიოდნენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.
ბავშვები სოფელ ხურჩაში განათლების მისაღებად გადადიოდნენ. რუს მესაზღვრეებს სკოლის მოსწავლეები დაახლოებით 2 საათი ჰყავდათ გაჩერებული, შემდეგ კი უკან დააბრუნეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტები საშუალებას არ აძლევენ გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსწავლეებს, სამეგრელოში გადავიდნენ.
მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა როგორც ხურჩაში, ასევე შამგონასა და წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუში. მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებმა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ.
მასალის გამოყენების პირობები