სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა განაჩენი დღეს გამოუტანონ.
საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით უნდა გამოვიდნენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა 17 მარტს იწურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ თანამშრომლებს ადამიანთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ასევე სექსუალურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.
ბრალდებულებს შორის არიან მეგის ქარდავა და კოხტა თოდუა, რომლებიც ამ დრომდე იძებნებიან.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სამალავებში სამართალდამცველებმა წამების ამსახველი ფარული ჩანაწერები, აღურიცხავი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები