სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 15- მდე ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი გამოცხდებულია გუბერნატორის აპარატის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის თანამდებობებზე. კონკურსი, ასევე გამოცხადებულია აღნიშნული სამსახურების უფროსის მოადგილეებზე და მთავარ სპეციალისტებზე.
როგორც
რადიო „ათინათთან“ საუბარში, გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ აღნიშნა, კონკურსი 12 მარტს გამოცხადდა და აპლიკაციების მიღება 22 მარტამდე გაგრძელდება. მისვე განმარტებით, კონკურსი ორ ეტაბად ჩატარდება და საბოლო შედეგები 1 აპრილს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები