ხობში მოსახლეობის ნაწილი იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ხობელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხობის ცენტრალურ გზაზე იეჰოვას მოწმეების დარბაზი არ უნდა არსებობდეს.
მათი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი რწმენის არჩევანის თავისუფლება, თუმცა, ცენტრალურ გზაზე ეს დარბაზი არ უნდა აშენდეს.
მოსახლეობა ასევე აპროტესტებს მეგრული გამოთქმებით იეჰოვას მოწმეების ბუკლეტების დარიგებას, ისინი ამაში სეპარატიზმის საფრთხეს ხედავენ და აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ბუკლეტები არ უნდა არსებობდეს.
თავად იეჰოვას მოწმეები კი აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობა კანონიერია. რაც შეეხება ბუკლეტებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის შესაბამისი ლიტერატურა გაავრცელონ.
მასალის გამოყენების პირობები