Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/IMG_1926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/IMG_1926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/IMG_1926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/IMG_1926.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია წყლის მილების საქმეზე ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მილების ამოღების საქმეზე  გ.ყ. - სა და  კ. მ. დაკავებას  გამოეხმაურა. ჯგუშიას განცხადებით, წყლის მილების ამოღების საქმეზე დაკავებული ორი პირი მხოლოდ შემსრულებელია და მილების ამოღება, უშუალოდ პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იყო ორგანიზებული.  „ეს დანაშაული ვერ მოხდებოდა პოლიციის მონაწილეობის გარეშე. სამეგრელო-ზემო სვანეთის ამჟამინდელი გუბერნატორი, ლევან შონია იმ დროს  პოლიციის უფროსი იყო,  მან უნდა გასცეს პასუხი, ერთი თვის განმალობაში რატომ ვერ ხედავდა პოლიცია მილების დემონტაჟს და რატომ არ არის არც ერთი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მიცემული?!“ - აღნიშნა შეხვედრაზე  ჯგუშიამ. აქვე ჯგუშია, ლალი ანთიას დაკავებას შეეხო და აღნიშნა რომ მისი დაკავება მილების საქმეზე განრიდება და ხალხისთვის თვალის ახვევა  იყო, რადგან მისივე თქმით, „ანთია დენთით და კომპრომანტებით სავსე კასრია, რომლის აფეთქებაც ბევრი ადამინის პასუხისგებაში მიცემას ნიშნავს“. სამეგრელოს ხმის ლიდერის მიერ გამართულ შეხვედრაზე რიყის და ტყაიის მოსახლეობაც იმყოფებოდა. მათ მედიასთან საუბარში განმარტეს, რომ თენგიზ ჯგუშიასთან ერთად განცხადებით მიმართეს საოლქო პროკურორს, დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. დაზარალებულები  აქვე დასძენენ  რომ იმ შემთხვევაში თუ მილების საქმე არ მოგვარდება და ზარალი არ აუნაზღაურდებათ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“  გუბერნატორ ლევან შონიას დაუკავშირდა. „ჯგუშიას ნათქვამთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თემას სამართალდამცავები იძიებენ, ეს მათი პრეროგატივაა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“-განაცხადა გუბერნატორმა რადიო „ ათინათთან“ საუბარში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.