19 მარტამდე საქართველოში წვიმიანი და ცვალებადი ამინდები იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით დღეს, ქყვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმს, მაღალმთაში კი - თოვს. კერძოდ, მესტიაში, შოვში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში კი თოვლთან ერთად ქარბუქია.
წვერავას თქმით, ხვალიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, შემცირდება ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლი 19 მარტამდე გაგრძელდება.
19 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი, ღამით კი 4-9 გრადუსი იქნება. მთაში ღამით -2 +3; დღისით - 7 -12 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - 6-1; დღისით 3-8 გრადუსი.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის საშუალო ტემპერატურა 16 გრადუს, ღამით 2-7 გრადუსია მოსალოდნელი; მთაში ღამით -5;0; მაღალმთაში ღამით -10;-5
19 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება; ღამით 12 გრადსი;
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 9 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით 20-22 გრადუსი; მთაში დღისით 20 გრადუსი; მაღალ მთაში დღისით 15 გრადუსი;
მასალის გამოყენების პირობები