სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.
პასუხისგებაში სულ 13 პირია მიცემულია, აქედან ერთ-ერთია მეგის ქარდავა, ასევე შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული. საქმე ცხრა თვის განმავლობაში იხილებოდა.
ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
მასალის გამოყენების პირობები