სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე, მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. იგი ნაწილობრივ გამართლდა ზოგიერთ ბრალდებაში.
პასუხისგებაში სულ მიცემულია 13 პირი, აქედან ერთ-ერთია მეგის ქარდავა, ასევე შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული.
ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
მასალის გამოყენების პირობები