ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ელქტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან ზუგდიდის მოსახლეობას ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ონლაინ გამოყენების საშუალება ექნება.
ახალი სერვისის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მკითხველების მიერ მოწოდებული უძველესი ციფრული ფოტოები დაათვალიეროს.
„გარდა ამისა დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც პერიოდულად აშუქებს ბიბლიოთეკაში განხორცილებეულ ღონისძიებების ტექსტურ აუდიო-ვიდეო მასალებს“, -აღნიშნა ავტომატიზაციის განყოფილების გამგე, ირმა კვირკვიამ.
მასალის გამოყენების პირობები