კიკბოქსის Glory - ის მსოფლიო ჩემპიონი, ზუგდიდელი დავით ქირია საქართველოში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონს გულშემატკივრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
როგორც რადიო „ათინათთან“საუბარში დავით ქირიამ აღნიშნა, მან უმძიმეს ბრძოლაში შეძლო გამარჯვების მოპოვება და მიღწეულით ბედნიერია. მსოფლიო ჩემპიონი გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელს, ბაჩუკი ფარცვანიას. მადლობა უფალს... მადლობა ჩემს მეუღლეს თანადგომისთვის. რაც შეეხება დახვედრას, მეორე შოკი მქონდა, ნამდვილად არ მოველოდი, ძალიან ემოციური იყო“, - ამბობს დავით ქირია.
თბილისის აეროპორტში მსოფლიო ჩემპიონს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგნლებიც დახვდნენ. ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის მერაბ ქვარაიას თქმით, დავით ქირიას გამარჯვება ქართული სპორტისთვის დიდი წარმატებაა და ხელისუფლებამ მას სათანადო ყურადრება უნდა დაეთმოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალ ზაგრებში Glory-ს სერიის მსუბუქი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრაზე ქართველი მებრძოლი დავით ქირია ენდი რისტის დაუპირისპირდა. ზუგდიდელმა სპორტსმენმა უმძიმეს ბრძოლაში შეძლო შეხვედრის ბედის შემობრუნება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ქირიამ მეტოქე მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები