Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/anchabadzis-saqme.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/anchabadzis-saqme.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/anchabadzis-saqme.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/anchabadzis-saqme.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ ანჩაბაძის სასამართლო სხდომები ნაწილობრივ დახურული იქნება
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ გოგა ანჩაბაძის სასამართლო პროცესები დღეიდან ნაწილობრივ დახურული იქნება. მოსამართლე ნატრული აკობიამ სხდომების დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის, პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ სხდომის დახურვა დაზარალებულად მიჩნეული ანა ძაპტაშვილის ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვა, რადგან მათი განმარტებით ძაპტაშვილის და ბრალდებულ ანჩაბაძის დაკითხვის დროს სქესობრივი ძალმომრეობის მცდელობის დეტალებზე იქნება საუბარი, ბრალდების მხარემ დაყენებული შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გაამყარა. დღეს გამართულ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე ისაუბრა და დეტალურად მოყვა პროკურატურის ვერსია 2013 წლის 10 ნოემბერს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხადი ინციდენტის შესახებ. ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ ანჩაბაძემ ძაბტაშვილი ყოფილი პოლიტექნიკუმის ეზოში შეიყვანა და მისი გაუპატიურება სცადა. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაში ანჩაბაძეს ხელი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩასახლებულმა დევნილებმა შეუშალეს. პროკურატურას სამეზე 16 მოწმე ჰყავს დასაკითხი. თავის მხრივ საქმეში არსებულ უზუსტობებზე და ხარვეზებზე საუბრობს დაცვის მხარე. ადვოკატ ალექსანდრე თათელიშვილის თქმით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გოგა ანჩაბაძემ დანაშაული ჩაიდინა. ხოლო ბრალდების მოწმეები კი ცრუ მოწმეებად მოიხსენია. „ეს არის შეთითხნილი ბრალდება და ბუნებრივია ამას დავადასტურებთ, ჩვენ ბრალდების მხარეს ვთხოვთ ამოიღოს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან არსებული ვიდეო თვალების ჩანაწერი, ეს სიცხადეს შესძენს საქმეს“, - აღნიშნა თათელიშვილმა. ასევე დღევანდელ სხდომაზე თათელიშვილმა სასამართლოს და ბრალდების მხარეს რამდენიმე დამატებითი მტკიცებულება წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის მისმა ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. შემდეგი სასამართლო სხდომა საქმეზე მიმდინარე წლის 27 მარტს ჩაინიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.