პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ედიშერ თოლორაია აირჩიეს. პარტიის დელეგატებმა თოლორაიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭორეს მხარი. ამასთან, დღესვე დაკომპლექტდა ბიუროს შემადგენლობა, რომელიც ასე გამიყურება: ნათია ხუფაცარია(მეოთხე სკოლის დირექტორი), სლავა გვილია (ექიმი), კახა ფარცვანია(ფრანგული სკოლის დირექტორი), მერაბ ქვარაია (ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი) და ლაშა გოგია(ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი), ხოლო რაც შეეხება ბიუროს მეექვსე წევრს, იგი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან აირჩევა. პარტიის კონფერენციას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაზეც ესწრებოდა.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებიდან დღებდე პარტიას ლაშა გოგია ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები