იმ სოფლებისთვის, რომელთა მოსახლეობა 50 ადამიანზე ნაკლებია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება წელს 1 102 000 ლარით გაიზარდა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. საკითხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
დღეისთვის, მცირეკომლიანი 551 სოფელია ახმეტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წ ელს 49 951 407 ლარი გამოიყო.
ამ პროგრამით განსახორციელებელი პროექტები, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალ შესაძლებლობას იძლევა - ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.
მასალის გამოყენების პირობები