ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩის მშენებლობა დღეს, 20 მარტს, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ პირადად დაათვალიერა. გამგეობის წარმომადგენლების განმარტებით, გზის მშენებლობა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს და ის მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
ცნობისთვის, შოთა ხუბულავას ქუჩის ორ კილომეტრიანი გზის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდის მიერ არის დაფინანსებული და ჯამში აღნიშნული გზის რაბილიტაციისთვის 3 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება. ხუბულავას ქუჩის გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამასთან, ის ქალაქში მოძრაობას სრულად განტვირთავს.
მასალის გამოყენების პირობები