ზუგდიდში ძარცვის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაკავებულმა ოქროს ბირჟიდან ბაჯაღლოს 10 გრამიანი ბეჭედი გაიტაცა და მიმალვა სცადა. თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის დანაშაულის ადილიდან, საოლქო პროკურატურის შენობის წინ, 100 მეტრში დააკავეს.
„შემოვიდა და ბეჭედი მოიზომა, მკითხა რა ღირსო, ვუპასუხო 850 ლარი-მეთქი. ამ დროს ის ბეჭდიანად გაიქცა. მას ჩემი და გაეკიდა კივილით...“, - განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბრისას დაზარალებულმა.
დაკავებულის ვინაობა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები