Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC04288.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC04288.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC04288.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DSC04288.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში 74 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა (video)
ზუგდიდში, ბერანძის ქუჩა N10-ში მდებარე ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობა დევნილთა სამინისტრომ საცხოვრებელ ფართად გადააკეთა და დღეს, 74 დევნილ ოჯახს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა და მისმა მთლიანმა ღირებულებამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა. დევნილებს სიტყვით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ მიმართა, სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებულ საქმიანობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და აქვე მდგომარეობის გამოსწორებას შეჰპირდა. მინისტრის თქმით, დევნილთა სამინისტრო მომავალში უფრო სწრაფი ტემპით გააგრძელებს დევნილთა განსახლების პროცესს და ქვეყნის მასშტაბით თითოეული დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება დაკმაყოფილებული. "აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული ფართი მაინც დევნილის საკუთრებაში დარჩება" - განაცხადა დავით დარახველიძემ. დევნილებს, ასევე სიტყვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ლევან შონიამ მიმართა და მათ დღემდე არსებული პრობლემების გამკლავებისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთში დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ობიექტზე 2 ოთახიანი ბინა 2008 წლის აგვისტოს ომში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ კაპრალ ბადრი ბერანძის მშობლებსაც გადაეცათ. ცნობისთვის, ქუჩას, რომელზეც რეაბილიტირებული კორპუსია განთავსებული ბადრი ბერანძის სახელი ეწოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.