ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის წევრების ორგანიზებით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივობის, თანასწორობის კლუბის წევრები და სტუდენტები.
შეხვედრაზე სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" ზუგდიდის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა ჯიბლაძემ ტუბერკულოზის დაავადებასთან დაკაშირებით ისაუბრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აღნიშნული დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სათანადო სოციალური ვალდებულებების გაძლიერებას.
ცნობისთვის, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რამაც შესაძლებელი გახადა ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და მკურნალობა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია 1982 წლიდან იწყება, როდესაც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა, კოხის აღმოჩენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები