რუბრიკები
ზუგდიდში როლანდ ახალაიას წინააღმდეგ გამართულ აქციას დაპირისპირება მოჰყვა (ვიდეო)
ზუგდიდში, საოლქო პროკურატურასთან დღეს, 25 მარტს როლანდ ახალიას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა. ახალიას წინააღმდეგ აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალაიამ მათი ბიზნესი უკანონოდ მიითვისა, რასაც მათივე განმარტებით, ზოგ შემთხვევაში მრავალწლიანი პატიმრობა მოჰყვა, ზოგ შემთხვევაში კი მკვლელობა.
პროკურატურასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ახალაიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეძახილებით - „როლანდ ახალიას გაუმარჯოს“ - დახვდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები