სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით 2014 წლის 28– 29 –30 მარტს ი.ქ.კ საავადმყოფოს ბაზაზე ტარდება სოციალური აქცია „ ვიზრუნოთ ერთად ერის სიჯანსაღეზე“.
აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
სამედიცინო ჯგუფი გამოკვლევებთან ერთად უფასოდ გასცემს მედიკამენტებს საჭიროებისამებრ და პედიატრები ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ პატარა ბენეფიციარებს.გამოკვლევებს აწარმოებენ თბილისის წამყვანი სხადასხვა სამედიცინო კლინიკის დოქტორები.ბენეფიციარებმა თან უნდა იქონიონ – დევნილობის დამადასტურებელი მოწმობა, შშმ. პირებმა კი-შესაბამისი მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მასალის გამოყენების პირობები