ბულგარეთის სოფელ რუპიტეში, ცნობილი წინასწარმეტყველის, ვანგას სახლი მნახველებისათვის კვლავ ღიაა. ვანგას სახელით ცნობილმა, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, აქ 26 წელი გაატარა.
17 წლისა და 7 თვის შემდეგ, ცნობილი სახლის კარები მისმა შვილმა, დიმიტირ ვილჩევმა გააღო.
ამ დროის მანძილზე, ვანგას ხსოვნის პატივსაცემად, ასობით ადამიანი სტუმრობდა სამონასტრო კომპლექს "ვანგას" , სადაც წინასწარმეტყველის საფლავი და მისი საყვარელი სვეტა–პეტკას ტაძარია განლაგებული. აქვეა მისი სახლიც, რომელშიც ვანგა მნახველებს 1970 წლიდან სიკვდილამდე – 1996 წლამდე ღებულობდა.
მასალის გამოყენების პირობები