აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინიციატივით, ზუგდიდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 160-მა ოჯახმა მიიღო. ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს, ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობასა და ე.წ “ვექტორის" შენობაში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.
ზუგდიდის რაიონში ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული მართვის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ჩავიდა. მინისტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემებიც ადგილზე მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები