ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატში მდებარე საავადმოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები 28 დან-30 მარტამდე გაგრძელდება.
სოციალურ-ჰუმანიტარულ აქციას „ ვიზრუნოთ ერთად ერის სიჯანსაღეზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ახორციელებს.
როგორც, არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი დალილა ხორავა მედიასთან საუბარში განმარტავს, აქციის მთავარი მიზანია, შშმ ბავშვების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები და მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია ვითარებას ადგილზე გაეცნო და მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და ადგილობრივი გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
82 წლის ოჩამჩირიდან დევნილი ნაპალეონ გერგედავა სამედიცინო შემოწმებებით კმაყოფილია და სოციალურ - ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მთელი დღის განმავლობაში გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ასევე მიიღონ მედიკამენტები. სამედიცინო შემოწმების მისაღებად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა.
მასალის გამოყენების პირობები