ლაშა დამენია, რომელიც წლებია, არჩევნების დროს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ლაშა დამენიამ თავად განაცხადა:
„მიკვირდა ისე, მე რატომ არ მიბარებდნენ, არც პროკურატურაში და არც ფინანსურში, დღეს მივიღე პასუხი, არჩევნების მოახლოებას ელოდნენ და ორშაბათს მიწვეული ვარ ფინანსურში, სხვათა შორის აქცია ჰქონიათ, ყოველ მეათასეზე უფასოდ, მე მეათასე დაბარებული აღმოვჩნდი, აქციაში მოვყევი . ქოცებო ზუგდიდში მაინც გავიმარჯვებთ!!!“, - წერს ლაშა დამენია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები