"ფორმა N100“-ასე ეწოდება ახალგაზრდა ზუგდიდელი მწერლის ზვიად კვარაცხელიას ახალ რომანს, რომლის წარდგენაც, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მწერალმა რადიო „ათინათთან „საუბარში განმარტა, რომ ეს მისი პირველი რომანია, „ფორმა N100" ერთი ცოდვის ისტორიაა. საერთო ცოდვა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს აუცხოებს და ამავე დროს აკავშირებს ერთმანეთთან.
მწერლის განმარტებით, ღონისძიება მისი სხვადასხვა წიგნების, ნოველების მინიტურებისა და კრებულების, ასევე მხატვრულ -დოკუმენტური თხზულების „ილია სამეგრელოში“ წარდგენასაც მიეძღვნა. შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მკითხველებმა, ზვიად კვარაცხელიას შემოქმედებიდან მინიატურებიც წაიკითხეს.
როგორც ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ აღნიშნა, ახალგაზრდა მწერლის რომანის „ფორმა N100“ის 15 ეგზემპლარი ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები