სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეაში დღეს, 28 მარტს, ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ჩვენ ერთნი ვართ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფანაში მონაწილეობა მიიღო სენაკის ხუთი სკოლის შშმ თორმეტმა მოსწავლემ. გამოფენის დასასრულს მონაწილე ბავშვებს "სამოქალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის "კოორდინატორმა სალომე გარდავამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება “Ph- international” –ის პროექტის „სამოქალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი მას პარტნიორობას ასოციაცია „ათინათი“ უწევს.
მასალის გამოყენების პირობები