სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2014 წლის 29 მარტს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კონფერენცია, რომელსაც ფორუმის რეგიონული კოორდინატორი მაგდალინა თოდუა უძღვებოდა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშტაბით, 30 პედაგოგი და რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კოორდინატორმა მოწვეულ პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი – სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების სტრატეგია გააცნო, რომელიც ძირითადად სამოქალაქო განათლების პედაგოგთა და სამოქალაქო განათლების ექსპერტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა.
დოკუმენტი სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. ასევე მასწავლებლებს წარედგინათ ინფორმაცია ფორუმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, მიზნების, ამოცანების და სერვისების გაცნობის შესახებ, მოხდა ვერბგვერდის გაცნობა, გაიმართა დისკუსია, გამოთქვეს მოსაზრებები ფორუმის საქმიანობაში საკუთარ მოლოდინებზე. კონფერენციის დასასრულს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ეროვნული კონფერენცია დაანონსდა, რომელიც რეგიონული ღონისძიების ჩატარების შემდეგ მაისში გაიმართება.
პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში პროექტს ახორციელებს ასოციაცია "ათინათი".
მასალის გამოყენების პირობები